თელავის ჭადარი, როგორც ისტორიული მნიშვნელობის ხე, რომელიც წარმოადგენს ქალაქის სავიზიტო ბარათს, ამავდროულად არის კულტურული ღირსშესანიშნაობა და საჭიროებს დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს. ამიტომაც, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N70 განკარგულებით მინიჭებული აქვს ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსი.
აღმოაჩინე თელავი
თელავი — თვალწარმტაცი ქალაქი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის გულისგულში, სადაც ისტორია, ბუნება და ღვინის კულტურა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ეს ქალაქი უძველესი დროიდანვე ცნობილია, მისი ფესვები კი ბრინჯაოს ხანამდე მიდის…
